თეგებით ძიება

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არცერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება.

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა. შესაბამისი დადგენილება (2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს. ინსულინის მედიკამენტები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

თბილისიშპს „მედფარმა პლუსი“ დიმიტრი უზნაძის ქ. N76 ;ორდე დგებუაძის ქ. N1აჭარაშპს „ბლექსი ფარმა" ბათუმი, გორგასლის ქ. N165გურიაშპს „პანაცეა“ ქალაქი ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N2იმერეთიშპს ,,ფარმასპექტრი" ქ. საჩხერე, მაჭავარიანის ქ. N20;შპს ,,ფარმაცია"ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61ა;შპს ,,N4 აფთიაქი"; ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N14;ი/მ ,,რუსუდანი კაციტაძე'' ტყიბული, კ. გამსახურდიას ქ.N38;შპს „ფირმა ფარმაცია“ ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N21ა;შიდა ქართლიი.მ. ,,დავით გელაშვილი" ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. N206;კახეთიშპს ,,იმედი-თელავი"ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი N41;მცხეთა-მთიანეთიშპს „ჯეო ფარმა“ მცხეთა, მერაბ კოსტავას 17ბ;რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი შპს ,,ამბროლაურის აფთიაქი"; ამბროლაური, კოსტავას ქ. N14;სამეგრელო-ზემო სვანეთიშპს ,,ზუგდიდის ფარმაცია''ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქ. N18;შპს ,,ალბინა'' ქ. ფოთი, კოსტავას ქუჩა N22;ი.მ. ,,ნათელა ჯაფარიძე" მესტია, სეტის მოედანი N17;სამცხე-ჯავახეთიი/მ „ლია გორელიშვილი“ ქ. ახალციხე, რუსთაველიქ ს. N97;შპს „ფარმამელინე“ ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. N54;ი/მ „ნორაირ მერაბიან“ ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. N19;ქვემო ქართლიშპს „ფარმავიტა“ რუსთავი, წერეთლის ქ. N9ა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა