თეგებით ძიება
01. 04. 2023 ვიდეო

"ლაზარე სპეციალურად აარჩიეს, რაც შეიძლება რთული რომ იყოს მისი დაცვა საზოგადოების მხრიდან" - ზურა ჯაფარიძე (ვიდეო)

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ წერს.

მისი თქმით, ლაზარე სპეციალურად აარჩიეს განსხვავებული გარეგნობისა და არაქართული გვარის მქონე ადამიანი, რომ მისი დაცვა საზოგადოების მხრიდან რაც შეიძლება რთული იყოს.

არსებობს კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც მიგანიშნებს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული პროცესზე, სადღაც ზემოთ და ყველანი როლის შემსრულებლები არიან.

ჩემი აზრით, ლაზარე სპეციალურად აარჩიეს. ადამიანი განსხვავებული გარეგნობით, არაქართული გვარით, რათა რაც შეიძლება რთული იყოს ამ ადამიანის დაცვა საზოგადოების მხრიდან.

იმ ხალხისთვის, რომლებიც სამართლიანობას მოითხოვენ: მე და ნიკას ათამდე ადამიანი გვირტყამდა, თუმცა დღემდე არც ერთი სპეცრაზმელი არათუ დაკავებული, არამედ დაკითხულიც კი არ არის, ამიტომ, სამართლიანობაზე აპელირება - ზღაპრებია“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა