ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ქართველი ძალოსანი, ირაკლი ვეკუა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელბს.
+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.