თეგებით ძიება

"ცხოვრება ხშირად მტკივნეულია. ყველაფერი გარდამავალია. რაც მოდის - მიდის, რაც ზევით ადის, შემდეგ ქვევით ჩადის" - ბენედიქტ კამბერბეჩი

სრული სახელი: ბენედიქტ ტიმოთი კარლტონ კამბერბეტჩი

დაბადების თარიღი: 1976 წლის 19 ივლისი

დაბადების ადგილი: ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი

პროფესია: მსახიობი

- რა არის თქვენთვის ბედნიერება?

- ბედნიერება ჩემთვის უბრალოდ ყოფნაა ნებისმიერ მომენტში. თუ ეძებ მას, ე.ი. ბედნიერი არ ხარ.

- ღრმა პასუხია!

- თუმცა მართალია. შენს გონებას აქვს ძალა, ჩამოაყალიბოს რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს გარემოებები. ბუდისტური მედიტაციის მიხედვით, ჩვენ ყველანი ვიტანჯებით. აი რა არის ცხოვრება. ამის გაცნობიერება დიდი სიხარულია.

- ბუდიზმის პირველი ჭეშმარიტება ის არის, რომ მთელი ცხოვრება ტანჯვა, ტკივილი და უბედურებაა. ეთანხმებით თუ არა ამას?

- დიახ. ყველაფერი სულაც არ ნადგურდება, მაგრამ ცვლილება მუდმივია. ცხოვრებას შეიგრძნობთ და ის ხშირად მტკივნეულია. ყველაფერი გარდამავალია. რაც მოდის - მიდის, რაც ზევით ადის, შემდეგ ქვევით ჩადის. ეს მიმოქცევა ართულებს ცხოვრებას.

რაც შეეხება მედიტაციას, მეცნიერულად არაერთხელ დადასტურდა, რომ ის ეფექტური მკურნალია თერაპიული თვალსაზრისით, მაგალითად, კიბოთი დაავადებულთა, ტრავმირებული, სტრესული ან რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის... მედიტაცია გონების დამშვიდების საშუალებაა, რომელსაც შეუძლია გაგათავისუფლოთ თქვენი აზრებისგან და დაიწყოთ სხეულის მოდუნება ისე, რომ ძილის რეჟიმში გადახვიდეთ. ყველას შეუძლია ამის გაკეთება!

- როგორც ჰოლივუდის მსახიობს, ეს ალბათ, ქაოსთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ.

- დიახ. ეს ძალიან სასარგებლოა ამისთვის. მიხარია, რომ მედიტირების გამოცდილება კარიერის დაწყებამდე მქონდა (სხვათა შორის, კარიერული წარმატება საკმაოდ გვიან მოვიპოვე). ეს ნამდვილად გეხმარებათ ხელახლა ბალანსირებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა