თეგებით ძიება

სიცრუეა, რომ დაკავებული პიროვნება სამორინეს სტუმრობდა – “ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო „ამბასადრის“ კაზინო განცხადებას ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხანძრის გაჩენის გამო დაკავებული პირი სამორინეს სტუმრობდა.

“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ 31 მარტს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საკუთარ ნომერში ახალგაზრდა კაცმა გააჩინა. დაკავებუი 1995 წელს დაბადებული ა.ლ.-ა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა