თეგებით ძიება

იმ შემთხვევაში თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოს პერსონალზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისაუბრა და განაცხადა, რომ ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, უწყე­ბა, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში წა­რად­გენს.

"მინ­და ერთი რამ აღ­ვნიშ­ნო, ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლისტს აქვს თა­ვი­სი ფუნ­ქცია, მე ვერ გა­ვა­კე­თებ შე­ფა­სე­ბას ვერც მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ის, ვერც სა­ძირ­კვლის, ან წყლე­ბის არი­დე­ბის შე­სა­ხებ. დიდ პა­ტივს ვცემ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­საქ­მე­ბულ პერ­სო­ნალს, თუმ­ცა მშრა­ლად, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­თა და რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დე­ლი დას­კვნე­ბით, ვერ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წი­ნას­წა­რი და არა სა­ბო­ლოო დას­კვნა. ახ­ლაც მი­დის პრო­ცე­სი სამ­ხა­რა­ულ­ში. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხარჯთე­ფექ­ტუ­რო­ბა. როცა რა­მეს ვა­რე­მონ­ტებთ, ან რე­კონ­სტრუქ­ცი­ას ვა­კე­თებთ პირ­ველ რიგ­ში ხარჯთე­ფექ­ტუ­რო­ბა უნდა შე­ვა­ფა­სოთ. რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო არაა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი.

და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში , ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი სწავ­ლობ­და აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბას და მათ აქვთ წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბი. მე ვთხოვ­დი ყვე­ლას, რომ და­ვე­ლო­დოთ სა­ბო­ლოო დას­კვნას, ვი­ნა­ი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამ დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­ვი­ღოთ. ასო­ბით მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯოს არ­სე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე, რო­მე­ლიც 50 წლი­საა არაა სწო­რი. ჩვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ხალ­ხის­თვის ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს მა­ღალ სტან­დარტსა და სრულ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის შეს­თა­ვა­ზებს. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კე­ბი უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

აზარაშვილის გან­ცხა­დე­ბით,რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნა­ლი არ დარ­ჩე­ბა სამ­სა­ხუ­რი­სა და ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე.

„ჩვენ ვი­ღებთ სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მათ და­საქ­მე­ბა­ზე და იმ ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვა­წე­სეთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, კი თუ მათ ვერ და­ვა­საქ­მებთ, ჩვენ მათ ხელ­ფასს მა­ინც გა­და­ვუხ­დით. ჩვენ ამას ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გა­ვამ­ყა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა