„მთელი ეს „შუხერიც“ ოცნების დაფინანსებაა... არ მოგბეზრდათ ეს აბსურდის ცირკი?“ - იუნა შაფათავა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში 7-8 მარტის აქციებს ეხმაურება და წერს, რომ მისი აზრით, ოპოზიციას ის ძალა აფინანსებს, ვინც „ქართული ოცნების“ პიარს უწყობს ხელს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოლოტოვის კოქტეილების სროლა და მთელი ოპოზიცია იმის მხრიდან ფინანსდება, ვინც ოცნების ‘პიარს’ უწყობს ხელს. უბრალოდ დამკვეთი იმდენი შუამავალი რგოლით არის დაფარული, მოლოტოვის მსროლელები (და სხვა ‘თავისუფლების’ აგიტატორები) გონს არ არიან, ვინ დირიჟირებს.
ეს ოცნების მამების მუშაობის ‘სტილი’ ვიცი, ამიტომ დგება ასეთი დასკვნა.
და მთელი ეს ‘შუხერიც’ ოცნების დაფინანსებაა.
მღვრიე წყალში მიდი, გაარჩიე, ვისი ვისაშია. და მხსნელ მესიად გვევლინებიან მერე.
არ მოგბეზრდათ ეს აბსურდის ცირკი?
პაჟარია, გიცანით, გამოდით.
ეს დებილი ბავშვები კიდევ მარტივად ტყუვდებიან.
ამიტომ
არასოდეს ჩანს ‘დამკვეთი’.
ზადოლბალი“, - წერს შაფათავა.