თეგებით ძიება

„კრამონი ხელმძღვანელობს საქართველოში ხელისუფლების დამხობის გეგმას!“ - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობს საქართველოში “ მაიდანის” პროექტს და ხელისუფლების დამხობის გეგმას!“ - წერს ხოფერია.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა