ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვაზროვნებდი... - რას იხენებს თინა ხიდაშელი?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კორონავირუსის მძიმედ გადატანის ისტორიას იხსენებს.
„დათო იყო ერთადერთი ვინც კოვიდის დროს გადამარჩინა. დანარჩენი ექიმი, პროფესორი, იყო მეორადი ამბები. რაც თავი მახსოვს, არავის უნახავს, რომ ვტიროდე, ისე გავიზარდე, ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ტირილი ჩემი სისუსტეა და ეს არავინ უნდა ნახოს.
ჩემი ცხოვრების ამოცანაა ვიყო ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარება, რომელიც მზადაა კლდიდან გადახტეს სხვა ადამიანისთვის.
სამწუხაროდ ეს იქამდე მივიდა, რომ საავადმყოფოში რომ ვიწექი ჟანგბადის დამთავრების დროსაც არ შემეძლო ხელი დამეჭირა და მომეთხოვა.
დათო იყო ჩემი ყური, ენა, შუამავალი და საყრდენი. ერთ დღეს შაქარი ამივარდა 500-600-ზე და ეს იყო ღამე, როცა ყველა თეთრხალათიანი ჩემს ოთახში იყო.
ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვაზროვნებდი და ამ დროს დათომ ტელევიზორი ჩამირთო, ბახვას გადაცემა გადიოდა, არველაძეები იყვნენ. იმის მერე სადაც ვხედავ, ყველგან ვეუბნები თქვენ გადამარჩინეთ მე იმ ღამეს მეთქი”, – ამბობს თინა ხიდაშელი თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“.