"დასასვენებლად ვიყავი, არაფრისთვის ცეცხლი არ წამიკიდებიაო" - რას ამბობს კაცი, რომლის ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია?
სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული კაცი, ურყოფს ბრალს და აღნიშნავს, რომ ხანძართან არანაირ კავშირში არ არის.
როგორც დაკავებული მამაკაცის უფლებადამცველი აცხადებს, რომ 28 წლის მამაკაცი სასტუმროში ისვენებდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს, იგი არ მიიჩნევს თავს რაიმე ქმედებაში დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გავრცელდეს კონკრეტულ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან მიმართებაში, ეს არ შეიძლება კავშირში გახდეს თუ კი არ დადგინდება კონკრეტული პირის მიერ დანაშაული. რადგანაც ინფორმაცია გავრცელდა არსებობს რაღაც ეჭვი მაინც ბრალდება, გამოძიება, ვალდებულია დანიშნოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა რამდენად ჩემთვის ცნობილია, დანიშნულიც ექნებათ. ის არ იყო 2-3 დღე, ის იყო 1 დღე შესული, ამავე დროს სრულიად უარყოფს და ძალიან ადვილი დასადასტურებელია, კაზინოსთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია. იგი ზუსტად ამას ამბობს, დასასვენებლად ვიყავი, არაფრისთვის ცეცხლი არ წამიკიდებია, ჩვეულებრივად ვისვენებდი, ხალათი მეცვაო," - ამბობს ადვოკატი პაატა გოგალაძე.
ცნობისთვის, პოლიციამ 28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა მამაკაცმა ხანძარი გააჩინა, რომელიც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულებზე გავრცელდა.