თეგებით ძიება

„ასე მოდიოდა ფაშიზმი!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია?

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ესაა ევროპული ღირებულებები?…

ამის გამო წვავდით პოლიციელებს ცოცხლად?…

ამას უნდა შევუსრულო 12 პუნქტიანი გეგმა?…

ეს მკარნახობს რეგულაციებს?…

ამასთან უნდა ვიყო საბჭოთა…უკაცრავად, ევრო კავშირში?…

ესაა პიკასოს “ გერნიკა”?….

არა… ეს იმ ესკადრილიის წევრია, რომელმაც 1937 წელს  ქალაქ გერნიკას 5000 მაცხოვრებლიდან - 2000 ადამიანი ჩახოცა….

ასე მოდიოდა ფაშიზმი!

SIEG HEILL!!!…“ - წერს ხათუნა ხოფერია.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა