„პოლიციელის მიერ მომიტინგისთვს თვალის ამოთხრა დანაშაული არაა?“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი თბილისში ჩატარებული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„რა თქმა უნდა, ფორმალურად მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მით უმეტეს ცოცხალ ადამიანზე, დანაშაულია. ასევე რა თქმა უნდა დანაშაულია, პოლიციის მანქანის დაწვა.
მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: პოლიციისთვის ქვების სროლა დანაშაული არაა? პოლიციელის მიერ მომოტინგისთვს თვალის ამოთხრა დანაშაული არაა?
თუ ფორმალურად მიუდგები, ძალადობის უფლება კანონიერად მხოლოდ პოლიციას აქვს და იმ ღამეს, რამდენი ქვა ან კეტიც მოხვდა პოლიციელს, ყველა დანაშაული იყო. ასვე პოლოციელი ვალდებულია ძალა პროპორციულად გამოიყენოს და იმ ღამეს პოლიციის მხრიდან ძლაის ყველა გადამეტებმა დანაშაული იყო.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არცერთ პოლიციელს არ დასჯიან და არც სხვა მომიტინგეს, ვინც პოლიციელს ქვა ესროლა, ან კეტი ჩარტყა, რადგან ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩხუბამდე მივიდა ხელისუფლებასა და ხალხს შორის. შესაბამისად ხელისუფლებისთვის ჩხუბმა, როგორც ომმა, ყველაფერი ჩამოწერა, მაგრამ რატომღაც არ ჩამოწერა მხოლოდ ლაზარეს დანაშაული.
ჰოდა, ნუ გიკვირთ, თუ ხალხი ამ საკითხს არ უყურებს, როგორც სამართლებრივ საკითხს და არ აინტერესებს მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, თუ არა. ხალხი უყურებს ამას როგორც პოლიტიკურ პროცესს და იმ ჩხუბის გაგრძელებას, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჩხუბის დამთავრება. ჩხუბი კი მოგეხსნებათ, მორევაზეა“, - წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.