აშშ-ში ქარიშხლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას “Reuters” ავრცელებს.
ქალაქ ბელდივერში, ქარის გამო, თეატრის სახურავი იმ მომენტში ჩამოინგრა, როცა იქ 260 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 50 წლის მამაკაცი, დაშავდა 40 ადამიანი – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.