თეგებით ძიება

„მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა“ - ლევან ნიკოლეიშვილი ვიოლა ფონ კრამონზე

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„სულ ტყუილად ვეჩხუბებით და ვამუნათებთ ვიოლა ფონ კრამონს აქციაზე მისვლის გამო, სადაც მოძალადე კრიმინალს და პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს იცავდნენ. აქციის დროს ვიოლამ დაწერა, ეს მოვლენები მაიდანს მაგონებსო, მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, ის იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა