კათოლიკური სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე, კათოლიკე ეკლესია ბზობას აღნიშნავს. იგი დიდმარხვის მეექვსე კვირას აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, ტაძრებში აღევლინება წმ. წირვა და იკურთხება ბზის ტოტი.
დიდმარხვის მეექვსე კვირას ბზობის კვირა ანუ ვნების კვირა ეწოდება. იწყება ლიტურგიკული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - წმინდა კვირა.
ეკლესია ამ დღეს იხსენებს უფალ იესოს იერუსალიმში საზეიმო შესვლას, რომელსაც ოთხივე მახარებელი აღწერს. საზეიმო წირვა იწყება ბზის, (პალმის ან ზეთისხილის რტოების) კურთხევის რიტუალით და ტაძრისკენ მსვლელობით.