მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს, ასევე „ვივა მედის“ კლინიკურ დირექტორს შეხვდებიან.
გარდა ამისა, კონსილიუმის წევრი ექიმები გასინჯავენ მიხეილ სააკაშვილს და შემდგომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას მოამზადებენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება, რომელსაც ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ბოლოს 19 თებერვალს მოინახულეს. მესამა პრეზიდენტის ოჯახის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.