თეგებით ძიება

"უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება, რომელსაც არ იყენებენ, ქრება" - რას წერს ვიოლა ფონ კრამონი?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი “ტვი­ტე­რის” სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­შინ, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მხარ­და­სა­ჭე­რად გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

“ჰა­ინ­რიხ ბი­ოლ­მა თქვა: "უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არ იყე­ნე­ბენ, კვდე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არ იყე­ნე­ბენ, ქრე­ბა".

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის. ამი­ტო­მაც ისი­ნი ხში­რად და ხმა­მაღ­ლა იყე­ნე­ბენ შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას!”, - წერს კრამონი.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა