თეგებით ძიება

კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს - გია ვოლსკი

პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რ, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი შე­ა­ფა­სა და განაცხადა, რომ ფონ კრა­მო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი ამ სა­დის­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რით ყვე­ლა­ფერს ხაზს უს­ვამს. იგი იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს, რა­ზეც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და.

ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. ეს არის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბი­დან უნდა გა­და­ი­ზარ­დოს ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და ისე­თი სა­ხის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სის­ხლთან, ადა­მი­ა­ნურ მსხვერ­პლთან. ფონ კრა­მო­ნი არის ერთ-ერთი მათ შო­რის, ვინც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ამას უჭერს მხარს. სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ფონ კრა­მო­ნი და ასე­ვე, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­ქმნე­ლე­ბი, ლო­ბის­ტე­ბი არი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან მი­მარ­თუ­ლე­ბი“,- განაცხადა ვოლ­სკიმ.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა