თეგებით ძიება

„თვალებდახატულ, თმებშეღებილ და „მანიკურებიან“ ბიჭს რამდენი დამცველი გამოუჩდა... გადავგვარდით თუ „რა ჭირი გვჭირს?!..“ - ჯამბულ გამცემლიძე

2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე თბილისში ჩატარებული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„არაფრის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე, ნერვებს ვეღარ ვთოკავ, თუ რამ მეშლება დამიკომენტარეთ რაა, ვხედავ თვალებ დახატულ, თმებშეღებილ და „მანიკურებიან“ ბიჭს რამდენი დამცველი გამოუჩდა, რომელიც იცით რასაც აშავებდა და აღარ მოვყვები, რა ხდება ხალხო, გადავგვარდით თუ „რა ჭირი გვჭირს...

სად იყავით მაშინ, როცა ბუტას, სანდროს, ზურას, ჟვანიას, გურამ შარაძეს, კრიალაშვილს, მოლაშვილს აწამებდნენ  და კიდევ 155 მეტ ადამიანს ქუჩაში კლავდნენ, 800 მეტს ციხეებში, მართლა არაფრის გამო იჭრდნენ და ციხეებში აწამებდნენ პატიმრებს, რა ხდება ბატონებო, იქნებ მე გადავირიე და ვიგონებ ამ ყველაფერს, ლამის გული გამისკდეს...“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ვხედავ,რომ     კი არავინ ენაღვლებათ,მიზეზსა და  საბაბს ეძებენ რაიმეზე აიყოლიონ   ტვინ გამოცლილი მხარდამჭერები და არიქა ვიღუპებითო გაჰყვირიან,ის კი არ იციან   დაღუპვა მაშინ ენახათ   ზნედაცემული   ,,ვივამედის,,პაციენტი,რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში......ჭკუით ქართველებო,ფრთხილად.....!გაუფრთხილდით შვილებსა და მომავალს,ქუჩაში დადის    შავებში ჩაცმული,,აქლემი,,სად და როდის დაიჩოქებს,ვის კართან არავინ იცის,მომტირალი და დარდით დამძიმებული მეც ვეყოფი ამ ქვეყანას.....კმარა...........


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა