თეგებით ძიება

"ვერ მპატიობენ, რომ ყოფილი შეყვარებულის ნათლული მომყავს ცოლად..." - შოთო სიხარულიძე პირადზე ალაპარაკდა (ფოტო)

"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი ოჯახის საქმეებში ერევა.

"ვერ მპატიობენ, რომ ყოფილი შეყვარებულის ნათლული მომყავს ცოლად....

პ.ს. საკუთარ თავს მიხედეთ! მინდა, ეს სიტყვები იმ ადამიანებმა გაიგონონ, რომლებიც დღეს ცდილობენ, ჩემი ოჯახის საქმეებში ჩაიხედონ და ყველა დეტალი იცოდნენ, რაც ჩემს სახლში ხდება. ძალიან გთხოვთ, საკუთარ ჭუჭყიან თეთრეულს მიხედეთ!!! 

არ მოგცემთ უფლებას ცხოვრება დამინგრიოთ და თავი დამნაშავეთ მაგრძნობინოთ...!!! მალე ჩვენი სიყვარულის  ნაყოფიც გაჩნდება, რომელიც უფრო მეტი სიხარულით ბედნიერებით და სიყვარულით აგვავსებს. ასე რომ, ნუ ცდილობთ თავი დამნაშავედ გვაგრძნობინოთ. არაფერი გამოგივათ თქვენდა სამწუხაროდ, ძალიან ბედნიერები ვართ.

დიდი სიყვარულით მუდამ თქვენი "იმედი", შოთო სიხარულიძე.

რა ბოროტი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ლამაზ ქვეყანაში. რამ გააბოროტა ეს ხალხი???? 

მე უზომოდ მადლიერი ვარ!

ზოგჯერ მიზეზს, რის გამოც ადამიანები შენი ცხოვრებიდან მიდიან, არაფერი აქვს შენთან საერთო. მიზეზი ის არის, რომ თვით ღმერთი გაშორებს მათ, რადგან ისინი ვერ ივლიან იქ, სადაც ივლი შენ. 

ხშირად ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად გვეჩვენება, ჩვენი მიზნისთვის უბრალოდ ზედმეტი ტვირთი, წინაღობა და ხელისშემშლელი ფაქტორია. მიენდე სამყაროს და იყავი მადლიერი. ძალიან ხშირად, დიდი დანაკარგი - შენი დიდი შენაძენია.

პ.ს. ჩემი ცხოვრებიდან მიდიან მეგობრები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ, მაგრამ გარემოებათა გამო ჩემგან წავიდნენ, მაგრამ ვინც დარჩით, მინდა, გთხოვოთ, ჩემს ნაცვლად ნუ ფიქრობთ და იქცევით, იმიტომ, რომ ამის უფლება მხოლოდ მე მაქვს და არავის არაფერს ვთხოვ. მინდა, რომ  მხოლოდ ერთგულები დარჩეთ ჩემთან, ვინც ზურგს უკან არ იქილიკებთ, დანარჩენები შეგიძლიათ, მიბრძანდეთ გზა ხსნილია.....

მოღალატეები არ მჭირდება", - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა