თეგებით ძიება

როგორია წყალტუბოში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა?

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. 

დაჭრილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ბანოჯაში ქალს ყოფილმა ქმარმა 20-მდე ჭრილობა მიაყენა. მომხდარის შემდეგ კი მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა