თეგებით ძიება

ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თავი მოიკლა - წყალტუბოში მომხდარის ახალი დეტალები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში. ახალგზარდა ქალს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.

არსებული ინფორმაციით, კაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, რაზეც ქალი უარს ეუბნებოდა.  

"დაუნახავთ, კაცი ყოფილ ცოლს ეჩხუბებოდა და შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო", - ამბობს მეზობელი. 

დაჭრილი ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა