თეგებით ძიება

როგორ უნდა დააიგნოროთ მათი აზრები, ვისაც არ უყვარხართ?

 გთავაზობთ იგავს, რომელიც გაჩვენებთ, როგორ უნდა დააიგნოროთ მათი აზრები, ვისაც არ უყვარხართ და თქვენთვის კარგი არ უნდა:

„ბაყაყების ჯგუფი ტყეში მგზავრობდა, როდესაც ორი მათგანი ღრმა ორმოში ჩავარდა. სხვა ბაყაყებმა შენიშნეს, რამდენად ღრმა იყო ორმო და მასში ჩავარდნილ ორ ბაყაყს უთხრეს, რომ ცოცხალი ვეღარ გადარჩებოდნენ.

თუმცა, ორმა ბაყაყმა არ მიაქცია ყურადღება ამხანაგების აზრს და ორმოდან ამოხტომას კვლავ შეეცადა. მიუხედავად მათი მცდელობისა, ორმოს თავთან გაჩერებული ბაყაყების ჯგუფი მაინც არწმუნებდათ, რომ უნდა დანებებულიყვნენ ბედს.

საბოლოოდ, ერთ-ერთმა ბაყაყმა ყურად იღო სხვების ნათქვამი და თავი დაანება ბრძოლას - ის კიდევ უფრო ღრმად ჩახტა ორმოს ფსკერისკენ და სიკვდილს უცდიდა. მეორე ბაყაყმა კი ხტუნვა განაგრძო. ბაყაყების ჯგუფმა კიდევ ერთხელ „ურჩია“ მას, აღარ ეწვალა ორმოდან ამოსასვლელად და უბრალოდ სიკვდილს შეჰგუებოდა.

უშიშარმა ბაყაყმა არ მიაქცია ყურადღება ბაყაყების ჯგუფს და, საბოლოოდ, მოახერხა ორმოდან ამოხტომა. შემდეგ ბაყაყებმა ჰკითხეს: „არ გაგიგია, რა ჩამოგძახეთ?"

ბაყაყმა აუხსნა „ამხანაგებს“, რომ ის ყრუ იყო და ეგონა, ისინი მას განსაცდელის დროს ამხნევებდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა