გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი, რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
როგორც ცნობილია, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.
კიევის რკინიგზის სადგურზე ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ მოგზაურობის მიზანია, უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა, "რომ ჩვენ გვჯერა, ის იქნება გამარჯვებული, რომ იგი აღდგება", რომ ევროპის ინტერესშია არა მხოლოდ საჭიროების დროს მხარდაჭერა, არამედ რომ უკრაინა მომავალში ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი იყოს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.