თეგებით ძიება
03. 04. 2023 სპორტი

"ადამიანს ფეხბურთში რომ მარადონას შეგადარებენ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს" - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეტსახელებიდან ყველაზე მეტად "კვარავაჯო" მოსწონს.

"ადამიანს ფეხბურთში რომ მარადონას შეგადარებენ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, მაგრამ მეტსახელთაგან მე ყველაზე მეტად კვარავაჯო მომწონს. მხოლოდ ბგერათა თანხვედრაში როდია  საქმე. ბაროკოს ღმერთკაცზე ერთხელ ანტონიო პალომინომ თქვა: ,,მიქელანჯელო კარავაჯოს ეყო სიმამაცე, რომ ეხატა’’. ზუსტი და ღრმაა ეს ნათქვამი. ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის ეპოქაში მხატვარი ძალიან თამამი და პროვოკაციული იყო. ხვიჩა კვარაცხელიას კი ყოფნის სითამამე, ფეხბურთი ითამაშოს. ის ფეხბურთი, რომელიც იტალიას და ევროპას შეიძლება ცოტა მივიწყებულიც კი ჰქონდა, ხვიჩამ გაბედა და დააბრუნა - თავისუფალი მონასმები, მკაცრი,  მკვეთრი, დამაბნეველი ნახაზები - კვარაცხელია მოედანზე ,,ავადმყოფ ბახუსს’’ ხატავს. წარსულის ფერებია ეს ფერები და მოულოდნელად  და საოცრად მოუხდა თანამედროვე ფეხბურთის ტილოს.

წიგნიდან "ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი", - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა