თეგებით ძიება

კადრებში ვერ ვნახე, რომ "მოლოტოვის კოკტეილს" ისვრის, დასაჯეს გარეგნობის გამო - ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე აცხადებს, რომ მისი შვილიშვილი გარეგნობის გამო დასაჯეს.

"არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, საქალაქოს გამოტანილ გადაწყვეტილებას შეცვლის და გირაოთი გამოუშვებენ. კადრებში ვერ ვნახე, რომ ლაზარე "მოლოტოვის კოკტეილს" ისვრის. იქ ყველა მოძრაობდა და ლაზარეც მოძრაობს. 

ახალგაზრდებს ერთმანეთს აზიზღებენ. იმას რახან საყურე უკეთია, ის სხვა არის და გავრიყოთ და ყველაფრის გაკეთება შეიძლება", - აცხადებს კალანდაძე. 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა