"ვერ წარმომიდგენია, სადაც არჩილს ახსენებ, იქ რუსეთის მომხრე, როგორ უნდა იყო" - რას წერს პეტრე კოლხი?
მამა პეტრე კოლხი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვერ წარმოუდგენია საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გახსენებაზე ქართველი, რუსეთის მომხრე როგორ უნდა იყოს.
"არჩილ ტატუნაშვილი-რუსებისგან წამებული ჩვენი დროის გმირი…
ვერ წარმომიდგენია, სადაც არჩილს ახსენებ, იქ რუსეთის მომხრე როგორ უნდა იყო!", - წერს პეტრე კოლხი.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.