თეგებით ძიება

ბავშვი ძალიან ეგოისტია - რა ექსპერიმენტი ჩაატარა ზურაბ მხეიძემ?

ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ მშობლებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ბავშვის ბუნება და სწორად უნდა ეკონტაქტონ მათ.

"ღირებულებების პრობლემა გვაქვს. ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვი უცოდველი და ანგელოზიაო. ბავშვი, სინამდვილეში, ძალიან ეგოისტია.

თავის დროზე, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: 5-6 წლის ბავშვებს ვუკითხავდი ზღაპარს, სადაც უარყოფითი პერსონაჟი დაეუფლებოდა ქონებას, ან ცოლად მოიყვანდა ყველაზე ლამაზს. ბავშვს ვეკითხებოდი: „ვინ გინდა, რომ იყო?“ ყველა ბავშვი ყოველთვის ირჩევდა უარყოფით პერსონაჟს. ამიტომ დევს ზღაპარში ეს სიბრძნე, რომ ამბავი აუცილებლად სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. ეს ბავშვის სწორი ორიენტაციისთვის არის საჭირო - რომ სიკეთის მკეთებელი იყოს. ბავშვს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, რომ ის გზა აირჩიოს, რომელიც იგებს", - აცხადებს მხეიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა