საქართველოში ქარიშხალია მოსალოდნელი? - სინოპტიკოსი უახლოესი დღეების ამინდს პროგნოზირებს
სინოპტიკოსი, თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების ამინდს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ 7 აპრილამდე მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც ambebi.ge-სთან სინოპტიკოსი აცხადებს, საქართველოში ქარიშხალი არ იქნება.
"არანაირი ქარიშხალი საქართველოს არ უახლოვდება, მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩვეულებრივად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და თბილისისთვის არის დამახასიათებელი, ამას არ გასცდება. 3 აპრილს კარგი ამინდი გველის, იქნება მაღალი ტემპერატურა და უმეტესად უნალექო. სანაპირო რაიონებში შეიძლება მცირე, უმნიშვნელო ნალექი აღინიშნოს. იგივე მდგომარეობაა 4-ში, 5-სა და 6-ში. 7 აპრილს ველოდებით ამინდის ცვლილებას. წვიმა შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება", - აცხადებს პაპაშვილი.