თეგებით ძიება

ეს ახალგაზრდა შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი - კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ლაზარე შემსრულებელია და უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი.

"სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. მე ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება განცხადებებს დაკავებულის ორიენტაციის შესახებ, კალაძე ამბობს, რომ ორიენტაცია მისი გადასაწყვეტია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.

"თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ასეთი ფაქტები, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვერ განვვითარდებით, ვერ წავალთ წინ, ეს არც ევროპაა, არც ევროპული ღირებულებები და არც ევროპული მომავალი. ეს არის უკან უფსკრული, ეს არის გადადგმული ნაბიჯები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა