თეგებით ძიება
03. 04. 2023 მსოფლიო

26 წლის ქალი აფეთქების ბრალდებით დააკავეს - რა მოხდა სანკტ-პეტერბურგში?

26 წლის, დარია ტრეპოვა სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაშია ეჭვმიტანილი.

კაფეში, აფეთქების შედეგად ცნობილი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.

ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, სამხედრო ბლოგერისთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მას ტრეპოვამ გადასცა. ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი იყო და უკრაინაში რუსულ აგრესიას მხარს უჭერდა.

რუსეთში მომხდარ აფეთქებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გამოეხმაურა. მიხაილ პოდოლიაკის განმარტებით, ტერაქტი საშინაო პოლიტიკურმა ბრძოლამ გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა