ფსიქიკური პრობლემები აქვს, არანორმალურია - ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.
"ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტიქტები აქვს, არანორმალურია, ჩვენდა სამწუხაროდ რუსული ოცნების და ამ ხელისუფლების პრემიერ მინისტრი და ამასობაში, რაღაც ახალგარდებზე ცდილობს შავი კამპანიის წარმოებას და უმძიმესი ლექსიკით საუბრობს, რომ თურმე ცოცხლად დაწვა უნდოდა ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელის და ათას სიგიჟეს ლაპარაკობს. არ არის ნორმალური მგონია, რომ ძალიან მძიმე პროლემები აქვს ღარიბაშვილს“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.