თეგებით ძიება

ლევან იოსელიანის ერთ-ერთ მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი დაინიშნა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე.

აღსანიშნავია, რომ ჯულაყიძე „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

ომბუდსმენის ახალმა მოადგილემ განაცხადა, რომ თუ  მისი დეპუტატი, ბიძა ალეკო ელისაშვილი დააშავებს, მასაც  გააკრიტიკებს.

"კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის. მისი დისშვილი. მე ვიყავი უბრალოდ ერთ-ერთი წევრი პარტიის და იქიდან გამომდინარე, რომ მე მანამდე ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ჩვენ სამოქალაქო მოძრაობის, არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით. აქედან გამომდინარე, მეც როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი ვეხმარებოდი და მერე როგორც რიგითი წევრი მეც ვიყავი პარტიის. პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი და პარტიის რიგითი წევრიც. (კითხვა: ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს თქვენ მას გააკრიტიკებთ?) აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ პირველ რიგში ალეკოს იმიტომ, რომ ოდესღაც სადღაც ერთიდაიგივე ღირებულებებს ვიცავდით და რავი ნებისმიერ ადამიანს. ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა, რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი არ შემიშლის პირიქით, ძაან ესეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იქნება პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს", - თქვა ნათია ჯულაყიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა