თეგებით ძიება

"მისმა აღზრდილებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ" - მხატვარი რობერტ ნერსესოვი გარდაიცვალა

მხატვართა კავშირის წევრი, რობერტ ნერსესოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის ახალგაზრდობის სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"გარდაიცვალა ქალაქ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სახვითი ხელოვნების წრის ღვაწლმოსილი პედაგოგი, მხატვართა კავშირის წევრი ბატონი რობერტ ნერსესოვი. იგი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ისნის მოსწავლეთა სახლში. იგი გახლდათ ჭეშმარიტი გზამკვლევი და მოძღვარი არაერთი თაობისა. მისმა აღზრდილებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი რობერტის გარდაცვალების გამო. შესანიშნავი ადამიანის, პედაგოგისა და ღირსეული პიროვნების ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება მისი აღზრდილებისა და  კოლეგების მეხსიერებაში", - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა