თეგებით ძიება

სანამ თავის მართლების რეჟიმში ვიქნებით - სექსუალური ორიენტაციაზე, პარტიულობაზე, ჩაცმის სტილზე, ვარცხნილობაზე და ა.შ. ვერ შევდგებით თავისუფალ საზოგადოებად" - მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ წერს.

მისი თქმით, სექსუალური ორიენტაციით, პარტიულობით, ჩაცმის სტილით, ვარცხნილობით არ უნდა შევაფასოთ ადამიანები.

"სანამ თავის მართლების რეჟიმში ვიქნებით - სექსუალური ორიენტაციაზე, პარტიულობაზე, ჩაცმის სტილზე, ვარცხნილობაზე და ა.შ ვერ შევდგებით თავისუფალ საზოგადოებად ..

ამიტომ ადვოკატირება მაგ მიმართულებით უმეცრებაა და კოჭის გაგორება მათთვის ვინც ამ საკითხებზე აპელირებს", - წერს მაკა რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ  საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა