თეგებით ძიება

"ლაზარე გრიგორიადისისთვის თმა გადაუპარსავთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ" - რა წერს გიორგი ბერაია?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენელი, გიორგი ბერაია სოციალურ ქსელში წერს, რომ  „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებულ, ლაზარე გრიგორიადისის მისი ნების საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს.

"ეს ნორმა საკონსტიტუციოში აქამდე რანაირად არ გასაჩივრდა? რა თმის გადაპარსვა, რომელი საუკუნეა?! ლაზარე გრიგორიადისისთვის გადაუპარსავთ მისი ნების საწინააღმდეგოდ", - წერს ბერაია.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა