თეგებით ძიება

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი საღებავი შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ახალი საღებავი, რომელიც აირეკლავს სითბოს, შესაძლებელია მიიღოს ნებისმიერი ფერი და საუკუნეების განმავლობაში გაძლებს.

ამავე დროს, ის ყველაზე მსუბუქი საღებავია, რაც კი ამ დრომდე შექმნილა.

პეპლის ფრთებით შთაგონებული ეს საღებავი პიგმენტისგან არ მზადდება. ფერები სტრუქტურულად წარმოიქმნება ნანონაწილაკთა განლაგების მეშვეობით. მკვლევართა ჯგუფმა მას „პლაზმონიკური საღებავი“ უწოდა.

გაანგარიშებათა მიხედვით, Boeing 747-ის შეღებვას სულ რაღაც 1,4 კილოგრამი ეს საღებავი დასჭირდება, მაშინ, როდესაც ამ საქმეს ამჟამად 454 კილოგრამი ჩვეულებრივი საღებავი სჭირდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ფრენისთვის საჭირო სათბურის აირების რაოდენობა.

აუცილებელია განვმარტოთ, რომ ახალი საღებავი ლაბორატორიაში შეიქმნა და მასობრივი წარმოების დაწყებამდე ალბათ დიდი დროა.

თუმცა, მკვლევრებმა საღებავი უკვე დაამზადეს სხვადასხვა ფერში; ამისათვის გამოიყენეს მეთოდი, რომლითაც მასშტაბის ზრდა ადვილია და მუშაობას ახლა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებენ.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა