„სახალხო დამცველმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და გადადგეს!“ - შალვა ხაჭაპურიძე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობიდან გადადგეს.
“ახალმა შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დადოს უნდა დასკვნა სახალხო დამცველის მოადგილის ნეპოტიზმით დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა კი საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და გადადგეს თანამდებობიდან!
და ელისაშვილმა დატოვოს პარლამენტარის მანდატი!
მე მრცხვენია თქვენს მაგივრად!” - წერს ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთ მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი დაინიშნა.