რიკოთის გაურკვეველი დროით დაკეტვა, კავშირშია 9 აპრილის აქციასთან – ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ რიკოთზე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა პირდაპირ კავშირშია 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან.
„რიკოთის დაკეტვა გაურკვეველი დროით, ცხადია კავშირშია 9 აპრილის აქციასთან… უკანასკნელი რამდენიმე კვირაა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გვაქვს შეხვედრები დასავლეთ საქართველოში … რუსულმა ოცნებამ, ზუსტად იცის ხალხის განწყობა და შესაბამისად მოიფიქრეს შემდეგი “გადაწყვეტა” …
ათასობით ჩვენი მოქალაქის სურვილია, დაესწროს ევროპის მხარდამჭერ აქციას – 9 აპრილს და რუსულმა ოცნებამ ფაქტობრივად გზა დაკეტა იმისთვის, რომ შეუძლებელი გახდეს ადამიანების ჩამოსვლა დედაქალაქში.
დარწმუნებული ვარ, ეს ვერ იქნება შემაფერხებელი და მეტიც – ახლა გაათმაგებული ენერგიითა და მოტივაციით, უნდა მოვემზადოთ 9 აპრილისთვის. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი ნების დაფიქსირების, გამოხატვის დღე და სრულიად მსოფლიომ უნდა ნახოს – არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.