ალეკო ელისაშვილი არის ჩემი ბიძა... ჩემი დანიშვნა ნეპოტიზმი არ არის - ომბუდსმენის მოადგილე
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ნათია ჯუღელმა, რომელიც პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია, აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
"ალეკო არის ჩემი ბიძა, ეს იცის ყველამ, არავისთვის უცხო არ არის, ვინც ჩვენ გვიცნობს, მკითხეს კიდეც, ხომ არ შეიძლება ხელის შემშლელი იყოსო და ვერანაირად ვერ იქნება. არც ნეპოტიზმი არ არის, რადგან ალეკო არ არის სახალხო დამცველი, სახალხო დამცველი არის ლევანი.
შემიშლის თუ არა ხელს მომავალში არანაირად, რადგან რაც არ უნდა უცნაური და უხერხული განცხადება გააკეთოს ალეკომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს რომ არ გააკეთებს, ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ამაზე კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს ასე, რომ არანაირად ხელის შემშლელი არ იქნება.
საზოგადოება მე მგონი ძალიან სწორად გაიგებს, ამას აჩვენებს პროცესი, როგორც კი განცხადებები გაკეთდება ჩვენგან პირველი და როგორც კი საზოგადოება დაინახავს ჩვენს აქტივობებს და განცხადებებს, მარტივად დარწმუნდებიან, რომ არანაირი დამოუკიდებლობის ირგვლივ კითხვის ნიშანი არ იარსებებს" - განაცხადა ნათია ჯუღელმა "მთავარ არხთან".
ცნობისთვის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთ მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი, ნათია ჯუღელი დღეს დაინიშნა.