თბილისში 10 496 აბონენტს გაზი არ მიეწოდება - გაიგეთ აღდგენის დრო
თბილისში, ისანისა და სამგორის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 10 496 აბონენტს.
გაზის მიწოდება 3 აპრილს დაახლოებით 10:00 საათზე შეწყდა და 4 აპრილს 21:00 საათზე აღდგება.