„ფულის მაგნიტი“ - რა ნივთები უნდა ჩადოთ საფულეში ფინანსების მისაზიდად?
ზოგიერთი ნივთის ტარება შეიძლება ძლიერი თილისმა და ფულის მაგნიტი გახდეს, მითუმეტეს, თუ მას მუდმივად ჩანთაში ან საფულეში იქონიებთ. ზოგიერთი ნივთი კი პირიქით, შეიძლება ფინანსების დასაფრთხობად გამოდგეს.
მოდით გავიგოთ რა უნდა ჩავდოთ ჩანთაში ფულის მოსაზიდად?
ფინანსების მოსაზიდად საფულეში ან ჩანთაში დარიჩინის ჩხირები შეგიძლიათ ჩადოთ. ის სასიამოვნო სუნს მიანიჭებს თქვენს საფულეს და წარმატებას მოიზიდავს. დარიჩინი მნიშვნელოვან შეხვედრაზე აუცილებლად წაიღეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. სანელებელი თილისმა გახდება და დღე კარგად ჩაივლის.
დარიჩინის გარდა პარკოსნის მარცვლეული შეგიძლიათ ატაროთ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ის ენერგეტიკას წმენდს და ფულს იზიდავს.
კიდევ ერთი თილისმაა საფუარი. ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ჩანთაში ან საფულეში მცირე რაოდენობით საფუარი ჩაიდეთ.
საფულეში ან ჩანთაში შეგიძლიათ ჩადოთ ქაღალდის ფული, რომელიც სამკუთხედად უნდა დაკეცოთ და საფულის დახურულ განყოფილებაში ჩადოთ, რათა შემთხვევით არ შემოგეხარჯოთ.
რა არ უნდა იყოს თქვენს საფულეში?
ფულადი ნაკადის დახურვა ან ფინანსური კეთილდღეობის დაფრთხობა ადვილად შეიძლება. საკმარისია, რომ საფულეში შეინახოთ ის, რისი ადგილიც იქ არაა. საფულით ძვირფასი ადამიანების ფოტოები არ ატაროთ. ფული იეჭვიანებს და განაწყენდება, რომ ყურადღება მხოლოდ მასზე კონცენტრირებული არაა.
სავიზიტო ბარათები, ქვითრები და ტკბილეულის შეფუთვა აკრძალულია. ისინი ჩანთას ანაგვიანებენ და კეთილდღეობის ენერგიას აბრკოლებენ. ფული ასეთ საფულეში ან ჩანთაში ცხოვრებას არ ისურვებს.
არ ატაროთ დოკუმენტები. პირველ რიგში, ეს ცუდი ნიშანია. მეორეც, უსაფრთხო არაა. თუ შემთხვევით საფულეს დაკარგავთ, ყველა ღირებულ ბარათთან დამშვიდობება მოგიწევთ. უმჯობესია, ცალკე შეინახოთ.
დროდადრო ჩანთასა და საფულეში რევიზია ჩაატარეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ.
წყარო: paparazzi.ge