თეგებით ძიება
03. 04. 2023 მსოფლიო

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ტატარსკის სასიკვდილო საჩუქარი გადასცა? - გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები

სამ­ხედ­რო ბლო­გე­რის, 40 წლის ვლად­ლენ ტა­ტარ­სკის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამართალდამცველებმა 26 წლის და­რია ტრე­პო­ვა და­ა­კა­ვეს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­რია ტრე­პო­ვა 1997 წელს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და. ის გა­მო­ირ­ჩე­ო­და უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ით. რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იგი ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო და­ა­კა­ვეს კი­დეც. რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის და­კი­თხვის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ფრაგ­მენ­ტი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამ­ბობს, რომ არ იცო­და, თუ ქან­და­კე­ბა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტატრსკის, ის იყო უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი, ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და.

აფეთ­ქე­ბა, რო­მე­ლიც სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, მდი­ნა­რე ნე­ვას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე კა­ფე­ში გუ­შინ მოხ­და, საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი იყო. რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 32-ს მი­აღ­წია, მათ­გან 10 ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, კა­ფე­ში ომის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის, Cyber Front Z-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრე­პო­ვამ კა­ფე­ში მი­ი­ტა­ნა ყუთი ტა­ტარ­სკის ფი­გუ­რა-ქან­და­კე­ბით, რო­მელ­შიც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. რუ­სე­თის შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტის შემ­სწრე­ებ­მა და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­დეს, რომ დაც­ვამ ქალს მოს­თხო­ვა სა­ჩუ­ქა­რი გა­რეთ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან იმ­თა­ვით­ვე იეჭ­ვეს, რომ მას­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ტრე­პო­ვამ ამა­ზე გა­ი­ცი­ნა და ყუ­თის დარ­ბაზ­ში შე­ტა­ნა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

საქ­მის მოწ­მე­ე­ბის თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბი­სას და­რია აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ხში­რად შე­დი­ო­და დის­კუ­სი­ა­ში ტა­ტარ­სკის­თან და უს­ვამ­და კი­თხვებს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ის ტა­ტარ­სკის­თან მი­ვი­და, უთხრა, რომ მისი მხარ­დამ­ჭე­რი იყო და პი­რა­დად გა­დას­ცა სა­ჩუ­ქა­რი. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ტა­ტარ­სკის სა­კუ­თა­რი ბი­უს­ტის და­ნახ­ვა­ზე გა­ე­ცი­ნა და ის გვერ­დით მა­გი­და­ზე დადო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა კი­დეც.

მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბაც. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი მომ­ხდარს "გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ო­ბას" უწო­დებს და აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მეს აქ­ტი­უ­რად იძი­ე­ბენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა