თეგებით ძიება

ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცოფის შემთხვევები ძაღლსა და მსხვილფეხა პირუტყვში ლაბორატორიულად დადასტურდა.

სოფლებში – ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. აცრები მიმდინარეობს ალპანის თემშიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა