თეგებით ძიება

„რატი ბრეგაძე, ჩლუნგო, "პარიკმახერი" სლენგია და დალაქი ქვია მაგას, დალაქი!“ - თამო კეშელავა პენიტენციურის განცხადებაზე

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისისთვის ციხეში თმის გადაპარსვის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„რატი ბრეგაძე, ჩლუნგო, "პარიკმახერი" სლენგია და დალაქი ქვია მაგას, დალაქი!

მთლიანად არ გადავპარსეთ თავიო, ცოტათიო, "პარიკმახერთანო"!

რაში გიხდით ხელფასს, წერა-კითხვის უცოდინარებო! ბარემ რუსულ ენაზე გაგევრცელებიათ განცხადება.

თქვენ პატიმარი რანაირად გენდობათ!

თან პოსტი ოთხჯერ დაურედაქტირებიათ, ოთხჯერ, ოთხჯერ წაიკითხეს და მაინც "პარიკმახერიო"!“ - წერს კეშელავა.

ცნობისთვის, პენიტენციურის ინფორმაციით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თმა მთლი­ა­ნად გა­და­პარ­სეს, მი­თუ­მე­ტეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა