თეგებით ძიება
03. 04. 2023 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი, რომელიც გუშინ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში ააფეთქეს, სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ჟურნალისტი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების დროს დაშავდა კაფეში მყოფი 32 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტატარსკი ე.წ თოჯინა ბომბით ააფეთქეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა