თეგებით ძიება

"ფრთხილად, აკონტროლეთ საკეტები! 35 წლის კაცია, ზურგჩანთით" - რა მოხდა თბილისში?

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მოქალაქე უცნობი მამაკაცის მიერ, სავარაუდოდ, ბინაში უკანონო შეღწევის მცდელობის შესახებ წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს!

როგორც მოქალაქის პოსტიდან ირკვევა, შემთხვევა შუაღამით მოხდა.

"დაახლოებით, ხუთი წუთის წინ, (ჯავახეთის ქუჩაზე), კარებს ვიღაც მოაწვა და მოსინჯა, გავიხედე და დაბლა სართულზე ხმა გავიგე, ვიღაც ეკითხებოდა, ვინ ხარ რას დაეძებო? აივნიდან გადავხედე, რომ დამენახა ვინ იყო. არის დაახლოებით 35 წლის მამაკაცი, საშუალო ტანის, ზურგჩანთით...

ვუყვირე, ვინ ხარ, რას დაეძებ ახლავე პატრულს გამოვიძახებ-თქო?!

ფრთხილად, მეგობრებო, აკონტროლეთ საკეტები!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა