სასიხარულო ინფორმაცია - ქართველი მსახიობები Netflix-ის ახალ ფილმში ითამაშებენ
ქართველი მსახიობები Netflix-ის ფილმში ითამაშებენ.
" Extraction 2"-ში ჰოლივუდის ვარსკვლავ, კრის ჰემსვორთთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, ლევან საგინაშვილი, თორნიკე ბზიავა, დათო ბახტაძე, თაკო ტაბატაძე, ანდრო ჯაფარიძე და სხვები.
ქართველების პერსონაჟებსაც ქართული სახელები ერქმევათ. მაგალითად, თინათინს - ქეთევანი, თორნიკეს - ზურაბი, ხოლო ლევანს - ვახტანგი და ა.შ.
ცნობისთვის, ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელსაც ქართველი განგსტერი დაატყვევებს, ხოლო კრის ჰემსვორთის პერსონაჟი მათ დახსნას ცდილობს.
ფილმი Marvel-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების, Avengers: Infinity War-ისა და Avengers: Endgame-ის რეჟისორებმა, ჯო და ენტონი რუსოებმა გადაიღეს.
ფილმის პრემიერა 16 ივნისს შედგება.