თეგებით ძიება

"ცხოვრება ბევრჯერ გვჭყლეტს და ჭუჭყში გვყრის, მაგრამ შენ მნიშვნელოვანი ხარ - არასოდეს დაივიწყო ეს!“

პოპულარულმა ორატორმა სემინარის ჩატარებისას ხელში 20-დოლარიანი კუპიურა დაიჭირა. მისი საუბრის მოსასმენად 200 კაცი შეიკრიბა. ორატორმა იკითხა: „ვის სურს ეს 20 დოლარიანი კუპიურა?“

ორატორმა 200 აწეული ხელი დაინახა.

მან თქვა: „ამ 20 დოლარს ერთ-ერთ თქვენგანს მივცემ, მაგრამ მანამდე ნახეთ, რას გავაკეთებ.“ მან კუპიურა დაჭმუჭნა. შემდეგ ორატორმა აუდიტორიას ჰკითხა: "კიდევ უნდა ვინმეს ეს 20-დოლარიანი კუპიურა?“

ორასივე მსმენელმა ხელი მაინც აწია.

„კარგი,” - თქვა ორატორმა, - „აბა, ახლა რაღას იტყვით?” - ორატორმა კუპიურა ძირს დააგდო და ფეხი დააბიჯა. შემდეგ აიღო და აუდიტორიას აჩვენა. კუპიურა სულ დაქუცმაცებული და ჭუჭყიანი იყო.

„ახლა ვინღას სურს ეს?“ - იკითხა ისევ ორატორმა. ხელი მაინც ყველამ აწია.

„ჩემო მეგობრებო, მე ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩაგიტარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფული დავაზიანე, თქვენ კუპიურა მაინც მოგინდათ, რადგან მისი ღირებულება არ შემცირებულა. ის მაინც 20 დოლარია. ცხოვრება ბევრჯერ გვჭყლეტს და ჭუჭყში გვყრის. ჩვენ ვიღებთ ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ან რთულ გარემოებებს ვუმკლავდებით. ზოგჯერ თავს უღირსად ვგრძნობთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ან მოხდება, თქვენი ფასი ყოველთვის შეინარჩუნეთ. შენ მნიშვნელოვანი ხარ - არასოდეს დაივიწყო ეს!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა