თეგებით ძიება
04. 04. 2023 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს.

"შეერთებული შტატები და მისი ვასალები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მისაღწევად. ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი. მაგრამ ამაში თვითონ არის დამნაშავე. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად გაერთიანების ლიდერები ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. კიევის კრიმინალურ რეჟიმს იარაღსა და საბრძოლო მასალას ასხამენ, უკრაინაში ინსტრუქტორებსა და დაქირავებულებს გზავნიან. ამ მიზეზების გამო ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მივიჩნევთ“, - აცხადებს ლავროვი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა